29 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი 2021 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად დაასახელეს.
IJF-ის ინტერნეტ გამოკითხვას გამარჯვებული 29 წლის შავდათუაშვილი გახდა, რომლის გამარჯვებაშიც ქართველმა გულშემატკივარმა უდიდესი წვლილი იქონია.
საუკეთსო ამომავალ ვარსკვკავად ასევე ქართველი 20 წლის ილია სულამანიძე დაასახელეს.
შავდათუაშვილთან ერთად აღნიშნული ჯილდოს მოსაგებად ნომინირებული ჰიფუმი აბე, ლუკაშ კრპალეკი, ჟორჟ ფონსეკა და მატიას კასე იყვნენ.
ქართველმა ძიუდოისტმა 2021 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალს დაეუფლა, აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, თბილისის გრან სლემზეც ლაშა ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა ძიუდოისტმა აღნიშნული წოდების მიღების შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
”დიდი მადლობა. ბედნიერი ვარ, რომ მივაღწეი აქაც წარმატებას. მინდა მადლობა ვუთხრა გულშემატკივარს. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შედეგთან ერთად უამრავი გულშემატკივარი გყავს, სპორტი გულშემატკივარის გარეშე არ არსებობს. ბედნიერი ვარ, რომ დამიჭირეს მხარი.
ჩემთვის ეს ძალიან დიდი მოტივაციაა ვიბრძოლო კვლავ დიდი გამარჯვებებისთვის. მე ისინი მაძლიერებენ, მიყვარხართ და ძალიან დიდ პატივს გცემთ. თქვენთვის ძალიან ბევრს ვიშრომებ, რომ უამრავი წარმატება და სიხარული მოგიტანოთ.” – განაცხადა 2021 წლის საუეკთესო მამაკაცმა ძიუდოისტმა.







