„ბარსელონას“ ძველ-ახალი პრეზიდენტი ხმაურიანი ტრანსფერისთვის ემზადება. უფრო სწორად, ჟოან ლაპორტამ სერიოზული გეგმები დაისახა და მის განხორციელებას ყველაფრის ფასად აპირებს.
საუბარია ერლინგ ჰალანდის გადმობირებაზე. ნორვეგიელი ტალანტის სანაცვლოდ კატალონიური გრანდის პრეზიდენტი მზად არის ერთბაშად 6 ფეხბურთელს შეელიოს. ალბათ ამის გაკეთება საჭირო არ გახდებოდა, რომ არა ის ფინანსური კრიზისი, რაც პანდემიის გამო არა მხოლოდ „ბარსელონას“, ზოგადად არაერთ კლუბს დაატყდა თავს.
მოკლედ, როგორც პოპულარული ესპანური გამოცემა Marca ირწმუნება შავ სიაში მოხვდნენ – ანტუან გრიზმანი,უსმან დემბელე, სამუელ უმტიტი, ფილიპე კოუტინიო, მარტინ ბრეიტუაიტი და ხუნიორ ფირპო. სწორედ მათ გაყიდვას გეგმავს ლაპორტა და შემოსული თანხით ერლინგ ჰალანდის შეძენას.
ნორვეგიელი ფორვარდის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად უკვე 31 გატანილი გოლია.








