არგენტინის ნაკრების 33 წლის ფეხბურთელი კუნ აგუერო კატალონიის “ბარსელონას” ჯანმრთელობის პრობლემების გამო მინიმუმ 3 თვით დააკლდება. ინფორმაციას კატალონიური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აგუეროს პრობლემები გასულ ტურში “ალავესთან” მატჩში შეექმნა და კატალონიელთა თავკაცმა სერხი ბარხუანმა ფეხბურთელი 41-ე წუთზე შეცვალა.
ბლაუგრანას ოფიციალურ განცხადების თანახმად, აგუეროს 3-თვიანი მკურნალობა დაუნიშნეს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი როდის შეძლებს 33 წლის ფეხბურთელი მწვანე მინდორზე დაბრუნებას.
აგუერო კატალონიურ გუნდში სეზონის დასაწყისში გადავიდა და თავისი სადებიუტო გოლი მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გაიტანა.
LATEST NEWS | Barça player Kun Agüero has been subjected to a diagnostic and therapeutic process by Dr. Josep Brugada. He is unavailable for selection and, during the next three months, the effectiveness of treatment will be evaluated in order to determine his recovery process. pic.twitter.com/My9xWpm6I4
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 1, 2021





