პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა არასაფეხბურთო რეკორდი დაამყარა.რონალდუ პირველია, ვისაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამში 300 მილიონი გამომწერი ჰყავს.
პორტუგალიელის მთავარ საფეხბურთო მეტოქე ლიონელ მესის 219 მილიონი გამომწერი ჰყავს – 81 მილიონით ნაკლები, ვიდრე რონალდოს.
ერთადერთი გვერდი, რომელსაც ინსტაგრამ პლატფორმაზე რონალდოზე მეტი გამომწერი ჰყავს და ასევე 300 მილიონიან ზღვარს გადასცდა, თავად ინსტაგრამის ოფიციალური ანგარიშია, რომელსაც ამ დროისთვის 397 მილიონი მიმდევარი ჰყავს





