ტურინის „იუვენტუსის“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდუმ ახალი ისტორია დაწერა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 21-ე საუკუნეში მონაწილეობა მინიმუმ 1000 მატჩში მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაცია ავრცელებს. უფრო თუ დავკონკრეტდებით, რონალდუ 2001 წლიდან მოყოლებული მოედანზე 1047-ჯერ გავიდა.
ამ მხრივ მეორე ადგილზე რონალდუს ყოფილი თანაგუნდელი, მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული მეკარე იკერ კასილიასია, რომლის ანგარიშზეც 974 მატჩია. ნიშანდობლივია, რომ ესპანელმა კიპერმა 74 მატჩის გამართვა მე-20 საუკუნეშიც მოასწრო. აქედან გამომდინარე თუ შევაჯამებთ, კასილასმა ერთი მატჩით მეტი გამართა, ვიდრე კრიშტიანო რონალდუმ. მესამე ადგილს კი ევროპამოვლილი ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეშია, რომელიც ამჟამად „სან-პაულოს“ ღირსებას იცავს. ის, 21-ე საუკუნეში მოედანზე 974-ჯერ გავიდა.





