ცოტა ხნის წინ უეფას შტაბინაში კონფერენს ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
კენჭისყრის შემდეგ წყვილებში გუნდები ასე გადანაწილდნენ:
მარსელი – ყარაბახი
პსვ – მაკაბი თელ-ავივი
ფენერბახჩე – სლავია
მიტდუილანტი – პაოკი
ლესტერი – რანდერსი
სელტიკი – ბოდო გლიმტი
სპარტა – პარტიზანი
რაპიდი – ტოტენჰემი/ვიტესი
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგიდან გადმოსული 8 გუნდი ამავე რაოდენობის კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ადგილოსან გუნდთან დაწყვილდა.
ერთ-ერთი წყვილი ჯერ კიდევ უცნობია, საქმე იმაშია, რომ ტოტენჰემი-რენის მატჩი ჯერჯერობით არ ჩატარებულა. “რაპიდის” მეტოქე სწორედ ამ შეხვედრის ჩატარების შემდეგ გაირკვევა.
1/16 ფინალური მატჩები 17 და 24 თებერვალს გაიმართება.




