ვერონას “კიევომ” არსებობა შეწყვიტა. კლუბმა ახალი სეზონისთვის რეგისტრაციის გავლა სერია D-შიც ვერ მოახერხა.
“კიევოს” სერია B-ში უნდა ეთამაშა, მაგრამ ვერ წარმოადგინა ფინანსური გარანტიები, რის გამოც იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ორი ლიგით დააქვეითა. თუმცა, ვერონელებმა ვერც ამ შემთხვევაში შეძლეს რეგისტრაციის გავლა და არც კლუბის შეძენის მსურველი გამოჩნდა ბაზარზე, რის შედეგადაც ამ კლუბის ისტორიაც დასრულდა.
“კიევო” სერია A-ში პირველად 2001/02 წლების სეზონში აღზევდა და პირველივე სეზონში მე-5 ადგილი დაიკავა. კლუბი 2006/07 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც თამაშობდა, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა. კიევო სერია A-დან 2019 წელს გავარდა და ბოლო ორი სეზონი სერია B-ში თამაშობდა. “კიევოს” კი თუ ახალი სპონსორი გამოუჩნდება, მომდევნო სეზონიდან სერია D-ში თამაშის უფლება მიეცემა და ყველაფრის თავიდან დაწყება შეეძლება.




