უკრაინული meta-ratings-ის ინფორმაციით, გიორგი წიტაიშვილმა შესაძლებელია უკრაინა დატოვოს, რადგან ბრატისლავის “სლოვანს” ქართველი შემტევვის იჯარით წაყვანა და შემდეგ მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვაც სურთ. დიდი ალბათობით ეს სატრანსფერო გარიგება ამ ზამთარს მოხდება. ტრანსფერის ფასი დაახლოებით 2 მილიონი ევროა. ამჟამად კი მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. თუ კი კიევის “დინამოს” სლოვაკების შეთავაზება მოეწონებათ გიორგი ბრატისლავაში გადაბარგდება.
გიორგი წიტაიშვილის სატრანსფერო უფლებები კიევის “დინამოს” ეკუთვნის, იჯარით კი ოდესის “ჩერნომორეცში” თამაშობს. გიორგიმ უკრაინის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ბრატისლავას “სლოვანს” საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმერ ვაისი წვრთნის და სლოვაკურ გუნდში ორი ქართველი გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ.
“სლოვანი” სლოვაკეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 6-ქულიანი სხვაობით ერთპიროვნული ლიდერია.





