UFC-ის ქართველი მებრძოლები ისტორიის წერას განაგრძობენ. გიგა ჭიკაძის შემდეგ, წონის ტოპ 10 მებრძოლებში ახლა მერაბ დვალიშვილიც შევიდა.
UFC-იმ ცოტა ხნის წინ მსუბუქი წონის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც მერაბი 4 პოზიციით არის დაწინაურებული და ამ დროისთვის მე-8 ადგილზე იმყოფება. ეს ნამდვილად ისტორიული შედეგია, რადგან დღესდღეობით მერაბ დვალიშვილი ყველა სხვა ქართველ მებრძოლებზე მაღლა იმყოფება. 31 წლის სპორტსმენმა ისეთ მებრძოლებს გაუსწრო, როგორებიც არიან პედრო მუნიოზი, ფრენკი ედგარი, ჯიმი რივეირა და ურიჯა ფაბერი.
რაც შეეხება გიგა ჭიკაძეს, ის ნახევრადმსუბუქ კატეგორიაში მე-10 პოზიციას იკავებს.
მერაბ დვალიშვილმა მიმდინარე წელს ერთი ბრძოლა, კოდი სტამანის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამაჯერებლად გაიმარჯვა. ამავე ქარდზე იბრძოდა გიგა ჭიკაძეც, რომელმაც თავისმხრივ კაბ სვანსონი დაანოკაუტა.





