რთული სათქმელი იყო თუ ვინ იყო ამ წყვილის ფავორიტი. სპეციალისტებიც შანსებს თანაბრად აფასებდნენ, თუმცა პირველი მატჩის შემდეგ უპირატესობის სასწორი გერმანელებისკენ გადაიხარა.
„სევილია“ ყოველთვის იყო და არის კერკეტი კაკალი, რომელიც არაერთ გრანდს ამწარებს და თავადაც ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. ამჯერად, ესპანური გუნდი მის საყვარელ ტურნირზე ვეღარ ითამაშებს, რადგან ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიიდან გამოვარდნა, უეფას რანგით მეორე საკლუბო შეჯიბრში გადართვას არ ითვალისწინებს.
მოკლედ, „სევილიამ“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში საკუთარ მოედანზე „დორტმუნთან“ 2:3 წააგო და საქმე გაირთულა, მაგრამ ყველაფერი მაინც განმეორებით დაპირისპირებაში გაირკვევა.
„წაგება არასდროს არის მისაღები, ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, თუმცა დღეს დორტმუნდის სახით ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. ხელის ჩაქნევა არასდროს მჩვევია და ახლაც ამ განწყობით ვარ. შინ წაგებით საქმე კი გავირთულეთ, მაგრამ ეს მატჩი რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ.
ვფიქრობ დორტმუნდს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს, რომელმაც დღევანდელ მატჩშზეც იქონია გავლენა. ჩვენ წაგებაში მისი როლი მნიშვნელოვანი იყო.
გერმანიაში იმედიანად ჩავალთ. სევილიას მუდამ ამოძრავებდა ამბიციები და ასე იქნება ახლაც. ვფიქრობ წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ვეცდებით გერმანიაში დაკარგული ავინაზღაუროთ“ – აღნიშნა სევილიას დამრიგებელმა ხულიენ ლოპეტეგმა.





