“გრანადას” 39 წლის ფეხბურთელმა ხორხე მოლინამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა. “გრანადასა” და “მალიორკას” მატჩში, რომელშიც რობერტ მორენოს გუნდმა ანგარიშით 4:1 იმარჯვა, მოლინამ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
საქმე იმაშია, რომ 39 წლისა და 8 თვის ხორხე მოლინა ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.
აქამდე ეს რეკორდი ხოაკინს ეკუთვნოდა, რომელმაც ლა ლიგაში ჰეთ-თრიქის შერულება 38 წლის ასაკში მოახერხა.
მიუხედავად ასაკისა, ხორხე მოლინა ბრწყინვალე ფორმაშია, ესპანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 15 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
✨ @Jorge9Molina makes history as @GranadaCF_en hit FOUR past Mallorca! ❤️🎉#GranadaRCDMallorca highlights ⤵️ pic.twitter.com/t7J1xyTGMY
— LaLiga English (@LaLigaEN) December 19, 2021








