“გენტის” მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა მის გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და გიორგი ჩაკვეტაძეც ახსენა, რომელიც 2021/22 წლების სეზონის სტარტს მცირე პრობლემლემების გამო გატოვებს.
როგორც ირკვევა, გიორგი ჩაკვეტაძე გენტს ვერც 25 ივლისს, ჟუპილერ ლიგის პირველ ტურში, სტუმრად “სენტ ტრუიდენთან” დაეხმარება და ვერც 29 ივლისს, “ვოლერენგასთან” გასვლით საპასუხო დაპირისპირებაში. გიორგის უთამაშებლობის მიზეზი კი ხელოვნურსაფარიანი მოედანია.
ჰეინ ვანჰაზებრუკი:
” გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა სენტ ტრუიდენში, ხელოვნურ საფარზე მიიღო და ამის გამო ერიდება ამ უქმეებზე თამაშს. ის არც მომავალ ხუთშაბათს, ნორვეგიაში ითამაშებს, რადგან “ვოლერენგაც” ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამოდის. ამის შემდეგ დავაკვირდებით”.
გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური “გენტის” ღირსებას 2017 წლიდან იცავს. საქართველოს ნაკრების შემტევს ბოლო ორი სეზონი ტრავმებისა და ოპერაციის გამო, პრაქტიკულად გაუცდა.





