მსოფლიოს ჩემპიონი, ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ჯიმი გრივსი დღეს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“ძალიან ვწუხვართ ამ ამბის გამო, ის არა მხოლოდ ტოტენჰემისთვის იტანდა ბევრს, არამედ საკუთარი ქვეყნისთვისაც არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაუტარებია.” – ნათქვამია ტოტენჰემ ჰოთსპურის განცხადებაში.
ჯიმი გრივსმა ინგლისის ნაკრებში 1959-67 წლებში ითამაშა.
ჯამში ეროვნული გუნდის ფორმით, 57 მატჩში 44 გოლი გაიტანა. გრივსმა კარიერა მწვავე ალკოჰოლიზმის ფონზე ინგლისის დაბალ ლიგებში დაასრულა, თუმცა მანამდე საკლუბო დონეზე 447 გოლის გატანა შეძლო.




