არიან სპორტის ვარსკვლავები, რომლებზეც ვერასდროს წარმოვიდგენთ, რომ ისინი ოდესმე კარიერას დაასრულებენ. ერთ-ერთი ასეთი ალბათ ბევრისთვის და განსაკუთრებით იტალიის ნაკრების გულშემატკივრებისთვის ჯანლუიჯი ბუფონია.
ლეგენდარულ მეკარეს თავისი შთამბეჭდავი კარიერის განმავლობაში რა არ მოუგია, მაგრამ არა ჩემპიონთა ლიგა. დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ფაქტი, ფაქტად რჩება.
43 წლის ბუფონი ერთი წლის „პსჟ“-ში წასვლის შემდეგ, კვლავ „იუვენტუსში“ დაბრუნდა და დღესაც ტურინული გუნდის კარის დარაჯია. მან „ბებერ ქალბატონს“ მთელი კარიერა მიუძღვნა, რომელიც სერია ბ-ში დაქვეითების დროსაც არ მიატოვა და ბოლომდე უერთგულა.
გვინდა არ გვინდა, ადრე თუ გვიან ეს მოხდება. სწორედ კარიერის დასრულების შესახებ ჰკითხეს მას იტალიელმა ჟურნალისტებმა, რაზეც ჯიჯიმ უპასუხა.
„ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ ფეხბურთიდან აქამდეც უნდა წავსულიყავი. ჩემი ასაკის ფეხბურთელები რეგრესს განიცდიან, მეკარეებს რეაქცია უსუსტდებათ და ა.შ. მათ ვეტყოდი, რომ ჯერ თავს კარგად ვგრძნობ და მიყვარს ჩემი საქმის კეთება.
ამ თემაზე არ მიფიქრიათო რომ გითხრათ მოგატყუებთ. კარიერის დასრულების თარიღად 2023 წელი ჩავუთქი, მაგრამ არც ის გამოვრიცხოთ, რომ ფეხბურთიდან ვთავათ 5 თვეში წავიდე.
რატომ დამაბრუნა იუვენტუსმა? იმიტომ ხომ არა, რომ გუნდთან ერთად კიდევ ერთი ლამაზი ისტორიის დაწერა შემიძლია? მე ბედისწერის მჯერა“ – განაცხადა ჯიჯი ბუფონმა.





