ეროვნული ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში, თბილისურ დერბიში “ლოკომოტივსა” და “დინამოს” შორის 15 წლის სოსო კოპალიანის დებიუტი შედგა.
ეს მატჩი ისტორიული გამოდგა, რადგანაც სოსო კოპალიანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბუთელი გახდა, რომელმაც ეროვნულ ლიგაში ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა თბილისის “დინამოს” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
კახა ცხადაძის გუნდმა ეროვნუ ლიგაში ასპარეზობა მე-2 ადგილზე დაასრულა, თბილისის “ლოკომოტივი” კი მე-5 ადგილზე გავიდა.





