15 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული გუნდი წლის ბოლო შეხვედრას გორში გამართავს, სადაც უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და დავით ვოლკოვზეც ისაუბრა.
„ვოლკოვზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ის ჯერ კიდევ ნახტომშია და როცა მიწაზე დაეშვება, შემდეგ ვისაუბრებ მასზე. ჩემს თავზე ცოტა გაბრაზებული ვარ, რომ ის უფრო ადრე არ გამოვიძახე“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
საქართველოს და უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 15 ნოემბერს 18:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.





