ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-9 ტურში გენტმა “ბრიუგეს”ანგარიშით 2:1 მოუგო, გიორგი ჩაკვეტაძემ კი 78 წუთი ითამაშა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
მატჩის შემდეგ გენტის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა ჩაკვეტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა.
“გიორგის ჩვენს გუნდში საუკეთესო ფეხები აქვს. ის მხოლოდ მაშინ უნდა ათამაშო, როცა მზადაა. ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესირებს და ვითარდება. თუმცა, ფიზიკურად კიდევ უფრო ძლიერი შეუძლია გახდეს. ბურთი სამჯერაც არ დაუკარგავს. თუ სხვებს შევადარებთ, მაშინ გუნდში ასეთი მოთამაშის ყოლა შვებაა”, – თქვა ვანჰეზებრუკმა.
ჩაკვეტაძე “ბრიუგესთან” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ქართველმა ნახევარმცველმა “ანდერლეხტთანაც’ სასტარტოში ითამაშა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა და აქტივში 2 საგოლე პასი აქვს.








