ჰარი კეინი ლონდონის “ტოტენჰემში” რჩება. ამის შესახებ ინგლისის ნაკრების კაპიტანმა სოციალური ქსელში განაცხადა.
“წარმოუდგენელი სანახავი იყო კვირას სპურსის გულშემატკივრებთან შეხვედრა და მხარდასაჭერი წერილების წაკითხვა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღე. ამ ზაფხულს ტოტენჰემში დავრჩები და 100 პროცენტით ორიენტირებული ვიქნები იმაზე, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო”.
ჰარი კეინის დამატებით მანჩესტერ “სიტი” იყო დაინტერესებული და ლონდონელებს მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს.





