NBA-ის 2021/22 წლების სეზონის დაწყებამდე ინდიანა “პეისერსმა’ ვარჯიში დაიწყო. კემპზე დროულად გამოცხადდა ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე, რომელსაც პირადი პრობლემების გამო, საზაფხულო ლიგა მთლიანად გაუცდა.
აღსანიშნავია, რომ ინდიანამ სხვა გუნდებზე ადრე დაიწყო ახალი სეზონისთვის მზადება.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის გოგა ბითაძისთვის სეზონის პირველი მატჩი NBA-ში საიუბილეო, მე-100 იქნება. გოგა ყოველ მატჩში საშუალოდ 5.1 ქულას და 3.3 მოხსნას აგროვებს.








