ვარაუდი, რომ რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტს თითქოს დაკავება ემუქრებოდა არ გამართლდა. დაპატიმრებას არც თავად გოჩა სვანიძე გამორიცხავდა, რომელიც პროკურატურაში გამოკითხვაზე მოწმის სახით მაგისტრი მოსამართლის თანხლებით მივიდა.
საქმე ბიუჯეტის თანხის არამიზნობრივად ხარჯვას ეხებოდა. გოჩა სვანიძე კი გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე სკანდალური ინფორმაცია გააჟღერეს.
„რა თქმა უნდა, ყველაფერს კანონიერად ვაკეთებდით. რაც ხდება სრული აბსურდია. ისე, სიმართლე ითქვას ამ დაკითხვაზე დაბარებას ერთი წელი ველოდებოდი. ამდენი დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ ეს განმარტებები მიეღოთ? ეჭვი მაქვს ამით არაფერი დასრულდებულა და ეს კიდევ გაგრძელდება.
რაგბის კავშირში ჩემი პრეზიდენტობის დროს არანაირ კრიმინალურ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თავის დასკვნებში რამდენიმე უზუსტობა აქვს დაშვებული და ამის თაობაზე ჩვენ ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში განვაცხადეთ. ეს საქმე დიდი ხანია შესაწყვეტია. ჩემი დაკითხვაც საამისოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.
ცუდი მოლოდინები არ მაქვს, მაგრამ ეს თუ მაინც მოხდება ამას კანონთან და სამართლიან მართმლსაჯულებასთან კავშირი არ ექნება“ – პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა გოჩა სვანიძემ.








