დღეს საქართველოს ნაკრებისა და ოდესის “ჩერნომორეცის” 21 წლის ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი Geo Team-ის ლაივში გამოჩნდა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გულშემატკივრების დასმულ კითხვებს უპასუხა:
“გიორგი ვაჩიბერიძესთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. ახლა ტრავმა აქვს, მაგრამ მალე გამოჯანმრთელდება და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ნაკრებში ითამაშებს.
ჯაბა კანკავას ნაკრებიდან წასვლა ძალიან გამიკვირდა. ისეთი პროფესიონალია, რომ ველოდი კიდევ 3 წელს ითამაშებდა. ჯაბას შესახებ თავიდანვე ვიცოდი, როდესაც დნიპროში გამოდიოდა, იქიდანვე ეტყობოდა, რომ დიდი პროფესიონალი იყო.
მეგრელი ვარ ზუგდიდან. ოჯახში ყველა მეგრულად მეტყველებს და მეც მესმის მეგრული.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სკოლაში არ მივლია ქართული ვიცი.
ნაკრებში ყველაზე ახლოს საბა ხვადაგიანთან, ზურიკო დავითაშვილთან და ხვიჩა კვარაცხელიასთან ვარ. ზუკას, ხვიჩას და ჩემი მამები ერთად თამაშობდნენ ფეხბურთს.” – განაცხადა გიორგი წიტაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი ოდესის “ჩერნომორეცში” იჯარით თამაშობს. სეზონის ბოლოს ახალგაზრდა ფეხბურთელი კიევის “დინამოს” დაუბრუნდა.





