“ტენერიფეს” ქართველმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ვარჯიში განაახლა და მოედანს დაახლოებით 2 კვირაში დაუბრუნდება.
ქართველი ცენტრი ინდივიდუალურად ემზადება სერბ დეიან ტოდოროვიჩთან ერთად. დიდი ალბათობით გიორგი მოედანს 20 ნოემბერს, “გრან კანარიასათან” დაუბრუნდება.
ქართველმა კალათბურთელმა ტრავმა 25 სექტემბერს, ესპანური ლიგა ენდესას მე-3 ტურში მიიღო, როცა მისმა გუნდმა “ბილბაოს” 89:79 მოუგო, გიორგიმ კი თავი 19 ქულით გამოიჩინა.




