ცნობილმა ვებ-გვერდმა Eurobasket-მს “ტენერიფეს” ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
“გრან კანარიასთან” 98:89 მოგებულ მატჩში გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 41-ს გაუტოლდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინმა 25 სექტემბერს ლიგა ენდესას მე-3 ტურში “ბილბაოსთან” მატჩში წელის ტრავმა მიიღო და მისი თამაში დაახლოებით ორი თვე საეჭვო იყო, თუმცა ქართველი ცენტრი მოედანზე 7 ნოემბერს დაბრუნდა და სანაკრებო შეკრებას კარგ ფორმაში შეხვდება.




