ბელგიის ჟუპილერ ლიგის მიმდინარე სეზონში “გენტმა” პირველი გამარჯვება მოიპოვა. გიორგი ჩაკვეტაძემ კი საგოლე პასი მიითვალა. ქართველმა ფეხბურთელმა ბელგიის ჩემპიონატში გასული წლის 4 ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა.
“გენტმა” “მეხელენს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. გიორგი ჩაკვეტაძე თამაშში 74-ე წუთზე შევიდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-2 წუთზე კი გენტის კონტრშეტევა გამოდგა შედეგიანი, რომელიც მეკარე სინან ბოლატმა დაიწყო, ჩაკვეტაძემ გააგრძელა მან პასი თანაგუნდელს მისცა და “გენტმა” საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გიორგის სათამაშო დრო ბელგიის ჩემპიონატშიც მიეცა და ნათელია, რომ ეს დრო ნელ-ნელა გაიზრდება.
გენტს ჟუპილერ ლიგაში 4 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 19 აგვისტოს, კონფერენსლიგის პლეი ოფში პოლონურ “რაკოვთან” გამართავს.








