18 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ამოევი “ჰილდელსჰაიმში” წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.
ნიედერსაჩსენლიგის მე-5 ტურის მატჩი “ჰილდელსჰაიმმა” შინ “ლუპო მარტინს” უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში 18 წლის ქართველმა მცველმა მოედანზე 88 წუთი დაჰყო და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მომდევნო ტურის შეხვედრაში ამოევის გუნდი გათამაშების ლიდერს “გოტინგენს” ესტუმრება.
5 ტურის შემდეგ, “ჰილდელსჰაიმი” ნიედერსაჩსენლიგის მეორე პოზიციაზე 11 ქულით იმყოფება და გათამაშების ლიდერ “გოტინგენთან” 4 ქულა აშორებს.



