UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე უმაღლეს საბრძოლო ლიგაში მომდევნო ბრძოლას 2022 წლის 15 იანვარს გამართავს. „ქართველი ნინძას“ მეტოქე 33 წლის ამერიკელი მებრძოლი, კელვინ კატარი იქნება. საგულისხმოა, რომ ორთაბრძოლა „მთავარი ივენთის“ ეგიდით ჩატარდება, რაც გიგასთვის უკვე მეორედ მოხდება.
შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს. ქართველმა სპორტსმენმა ბოლო ბრძოლა 29 აგვისტოს, ედსონ ბარბოსას წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ცნობისთვის, აღნიშნული ორთაბრძოლა გიგასთვის პირველი მთავარი ივენთი იყო.
რაც შეეხება კელვინ კატარს, 33 წლის ამერიკელი მებრძოლი ქვემსუბუქი კატეგორიის წონაში მე-5 პოზიციაზე იმყოფება. „ბოსტონ ფინიშერად“ წოდებულმა მებრძოლმა ბოლო შეხვედრა 17 იანვარს, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართა და ნოკაუტით დამარცხდა.





