UFC-ში, მსუბუქ კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ მე-8 ორთაბრძოლა გამართა. „ქართველი ნინძა“ წონის რეიტინგის მე-5 ნომერს, კელვინ კატარს დაუპირისპირდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელი გიგას კარიერის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო.
ორთაბრძოლა UFC Fight Night-ის მთვარი ივენთის ეგიდით ჩატარდა და ჩვენდა სამწუხაროდ, კელვინ კატარის გამარჯვებით დასრულდა.
ამერიკელმა მებრძოლმა 5-რაუნდიანი დაპირისპირების დასრულების შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“საოცარი დაპირისპირება გამოვიდა. გიგა უმაღლესი დონის მებრძოლია, რომელთან შეხვედრასაც კიდევ ერთხელ ვისურვებდი.”
“დღევანდელმა ბრძოლამ ძალიან დამაზიანა, თუმცა, ჩემი გამარჯვებით გახარებული ვარ. გიგა ჭიკაძეს წარმატებებს ვუსურვებ.” – განაცხადა კატარმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მარცხი, გიგასთვის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, პირველი გახლდათ.





