“რასინგის” ქართველი მორაგბე გია ხარაიშვილი “ბარბაროსებში” გამოიძახეს. გია მე-9 ქართველი იქნება ვინც, ბარბაროსებში ითამაშებს. ხარაიშვილამდე ამ გუნდის ღირსებას დავით ქუბრიაშვილი, დავით კაჭარავა, გოდერძი შველიძე, მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი, კოტე მიქაუტაძე, მიხეილ ნარიაშვილი და ანტონ ფეიქრიშვილი იცავდნენ.
შეგახსენებთ, რომ ხარაიშვილი “რასინგში” “არმაზიდან” გადავიდა. მას საქართველოს ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია.

