ახალგაზრდა გელა ზაალიშვილისთვის დოჰას მასტერსი წარუმატებლად დასრულდა.
დასკვნით დღეს გელამ კუბელი ენდი გრანდა დაამარცხა და ლეგენდარულ ტედი რინერს დაუპირისპირდა, რომელმაც ჩვენებურს მტკივნეული ილეთით მოუგო.
სამწუხაროდ, მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა ამავე წონით კატეგორიაში მოასპარეზე დანარჩენი ორი ქართველი ძიუდოისტიც. ლევან მატიაშვილი რუს ინალ ტასოევთან დამარცხდა, ხოლო გურამ თუშიშვილმა შეხვედრა კორეელ მინჯონგ კიმთან დათმო.
-90კგ წონით კატეგორიაში კი მედლებისთვის ბრძოლას ლაშა ბექაური და ბექა ღვინიაშვილი განაგრძობენ. მეოთხედფინალში ბექაური რუს მიხაილ იგოლნიკოვს დაუპირისპირდება, ხოლო ღვინიაშვილი გერმანელ ედუარდ ტრიპელს.
-100კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალშია, სადაც ისრაელის წარმომადგენელ პეტერ პალტჩიკს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.




