27 წლის ქართველი კალათბურთელი გეგი ბაქრაძე სერბულ კლუბ „ტამიშ პანჩევოში“ ითამაშებს.
ბოლო სეზონში გეგი „რუსთავის“ ღირსებას იცავდა და კლუბს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა.ბაქრაძე საქართველოში „ოლიმპისა“ და „დელტას“ ღირსებასაც იცავდა.
„ტამიშ პანჩევომ“ სერბეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში 14 მოგებითა და 16 მარცხით ეროვნულ ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა. ქართველი კალათბურთელის კლუბი ახალ სეზონში 2 ოქტომბერს ჩაებმება, როდესაც სტარი ნაბოვცის დუნავს უმასპინძლებს.




