PrimeSport.ge გთავაზობთ NBA-ს გასული სათამაშო დღის ყველა მიმოხილვას ერთ სივრცეში.
ვაშინგტონ ვიზარდსი 91:104 ბოსტონ სელტიკსი
ბოსტონ სელტიკსმა მორიგი მარტივი გამარჯვება მოიპოვა. კემბა უოლქერისა და ჯეილენ ბრაუნის 25-25 ქულა ვიზარდსის დასამარცხებლად საკმარისი აღმოჩნდა.
დედაქალაქელთაგან ტრადიციულად გამორჩეული იყო ბრედლი ბილი, რომელმაც 35 ქულა მოიპოვა, რაც შეეხება სამმაგ დუბლს ერთი მოხსნა დააკლდა, თუმცა საკმაოდ ცუდი თამაში ჰქონდა 19 მცდელობიდან მხოლოდ 6 ჩააგდო.
ნიუ ორლეანს პელიკანსი 112:123 დეტროიტ პისტონსი
დეტროიტ პისტონსი ბოლო დროს კარგ ფორმაშია. პელიკანსთან მოგებულ მატჩში, „მოტორ სიტელთა“ 6-მა კალათბურთელმა 15+ ქულა დააგროვა.
ზაიონის და ინგრემის 26-26 ქულა მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. გუნდი, რომელისგანაც წელს პლეიოფში გასვლას ელიან, ჯერჯერობით უარყოფითი ბალანსი აქვს.
მინესოტა ტიმბერვულვსი 116:112 ტორონტო რეპტორსი
მინესოტა ტიმბერვულვსს კარლ-ენტონი თაუნსი დაუბრუნდა, რომელმაც რეპტორსთან მოგებულ მატჩში თავის გუნდს ორმაგი დუბლით დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ „მგლებს“ ამჯერად მეორე ლიდერის, დ’ანჯელო რასელის გარეშე უწევთ თამაში.
მილუოკი ბაქსი 109:114 ოკლაჰომა სიტი თანდერი
იანის ანტეტოკუნმპო და მისი ბაქსი, მოულოდნელად ოკლაჰომაში დამარცხდა. ორ გზის MVP გამორჩეული იყო, ის გუნდს სამმაგი დუბლით (24ქ/17მ/10ა) შეეწია.
გამარჯვებულები ამ მატჩში ლიდერის შაი გილჯეს-ალექსანდერის გარეშე თამაშობდნენ და საკმაოდ გუნდური თამაში აჩვენა, ძირითადი ხუთეულის ყველა მოთამაშემ 10+ ქულიანი მატჩი ჩაატარა.
სან ანტონიო სპურსი 122:110 შარლოტ ჰორნეთსი
მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა დეჟანტე მარიმ, რომელმაც გუნდს 26 ქულით 12 მოხსნით და 6 შედეგიანი გადაცემით ულიდერა. კარგი მატჩი ჰქონდათ დერიკ უაითს (25ქ) და კელდონ ჯონსონსაც (18ქ).
დამარცხებულთაგან ტერი როზიერი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 33 ქულა შემატა, ორმაგი დუბლი ჰქონდათ კოდი ზელერს და ლამალო ბოლს, ამ უკანასკნელს სამმაგამდე 2 შედეგიანი გადაცემა დააკლდა.








