გარდაიცვალა ცნობილი სარაგბო კომენტატორი, სარაგბო ლექსიკონის შემქმნელი, რამდენიმე სახეობის წესების მთარგმნელი – ზაალ გიგინეიშვილი.
აღსანიშნავია, რომ 4 წლის წინ საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ქართული ენის სიწმინდის, მისი განვითარებისა და სრულყოფის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის ზაალ გიგინეიშვილი მედლით დააჯილდოვა.
“პრაიმ სპოტის” გუნდი ვიზიარებთ ახლობლებისა და ქართული სპორტული საზოგადოების მწუხარებას.

