საჩოგბურთო სამყაროში გრუნტის სეზონის დრო დგება, რომლის გვირგვინიც თავისთავად საფრანგეთის ღია პირველობა იქნება. მანამდე კი ჩოგბურთელებს თიხის საფარზე შესაჩვევად სხვადასხვა ტურნირები და მასტერსები ელით.
5 აპრილიდან ესპანეთში, მაროკოსა და იტალიაში 250-იანი კატეგორიის შეჯიბრებები აიღებს სტარტს და ჩოგბურთელებიც იქ გადანაწილდებიან. ნიკოლოზ ბასილაშვილმა სარდინიაში ასპარეზობა გადაწყვიტა და ჩვენებურიც კალიარის ტუნრირზე მოსინჯავს ძალებს, რომლის საპრიზო ფონდიც 408,800 ათასი ევროა.
კალიარიში პირველ ნომრად ბრიტანელი დანიელ ევანსია განთესილი, ხოლო მეორედ ამერიკელი ტეილორ ფრიცი. ტურნირის ორგანიზატორებმა ნიკოლოზ ბასილაშვილს მეოთხე განთესვა არგუნეს.
ამასობაში შედგა წილისყრაც და გაირკვა, რომ ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში დაისვენებს და ტურნირში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. უცნობია მისი სავარაუდო მეტოქეც, რადგან ის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გადმოსული რომელიმე ჩოგბურთელი იქნება.
იმედი ვიქონიოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიარის ტურნირზე დამაჯერებლად იასპარეზებს და მონტე-კარლოს მასტერსს ამაღლებული განწყობით შეხვდება.





