რეკლამა
Primesport.ge
პარასკევი, აპრილი 17, 2026
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
No Result
View All Result
Primesport.ge
No Result
View All Result

გამგეობამ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცა

13:03 2021/03/30
0 0
219
SHARES
1.2k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, 29 მარტს გამართულ სხდომაზე რაგბის კავშირის სამი ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცა.

ფინანსურ და მარკეტინგულ მიმართულებებს ნიკოლოზ ალავიძე უხელმძღვანელებს. ის 1977 წლის 28 ნოემბერს დაიბადა. 1994-2000 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში. მოგვიანებით, 2012-2015 წლებში, გრენობლში (საფრანგეთი) მიიღო ინოვაციების მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხი. ფლობს ინგლისურ, რუსულ და იაპონურ ენებს.

1999-2002 წლებში მუშაობდა საერთაშორისო მაშველთა კომიტეტში (IRC), მიკრო საკრედიტო პროგრამის უფროსი მენეჯერის თანამდებობაზე; 2002-2007 წლებში TBC ბანკში იყო მსხვილი კორპორაციული კლიენტების და ინსტიტუტების მართვის დეპარტამენტის უფროსი; 2010-2011 წლებში სს „საქართველოს ბანკის“ საერთაშორისო ვაჭრობის ფინანსირების კოორდინატორი, ხოლო 2011-დან 2015 წლამდე ამავე ბანკის რეგიონალური კორპორაციული საბანკო დეპარტამენტის უფროსი; 2016-2017 წლებში შპს „ვექტორ მენეჯმენტ“ ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, ასევე შპს „რუსელოიზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2017-2018 წლებში სს „თიბისი ბანკის“ რეგიონალური კორპორაციული საბანკო ბიზნესის ხელმძღვანელი; 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მაისამდე შპს Union Properties-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ამავე წლის მაისიდან დეკემბრამდე კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 2020 წლის აგვისტოდან დღემდე არის საქართველოს სალიზინგო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი; ხოლო 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე შპს „ალტიტუდას“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია.

ადმინისტრაციულ მიმართულებას თორნიკე გოგებაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც 1989 წლის 16 იანვარს დაიბადა და 2004-2005 წლებში დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებული კოლეჯი, ხოლო 2006-2012 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – ტრანსპორტის მენეჯმენტი, მაგისტრის ხარისხით. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ის ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი წყალბურთში, იცავდა საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ღირსებას და რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია.

სწავლის პარალელურად ის სტაჟირებას გადიოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ALFA EXPRESS-ში, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტში, სპორტის კომიტეტში.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2011 წელს, უფროს სპეციალისტად დაიწყო, 2013 წელს მთავარ სპეციალისტად დაწინაურდა, ხოლო 2017 წელს სამმართველოს ხელმძღვანელი გახდა, სადაც მაღალი მიღწევების და მასობრივო სპორტის სამმართველოს დღემდე ხელმძღვანელობს; 2020 წლის აგვისტოში ის საქართველოს რაგბის კავშირში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, ახლა კი ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

სპორტულ მიმართულებას ლაშა (ბაჩო) ხურციძე უხელმძღვანელებს, რომელიც 1975 წლის 13 თებერვალს დაიბადა, 1998 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 2000-2001 წლებში სწავლობა კემბრიჯის (ინგლისი) EF სკოლაში, ხოლო 2001-2002 წლებში ოქსფორდის უნივერსიტეტში და მიიღო საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ინგლისსა და საფრანგეთში. ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებს.

ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით, 1998-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, ხოლო 2002-2004 წლებში საქართველოს პარლამენტში; 2004-2005 წლებში ფრანს კოოპერასიონ ინტერნაციონალში; 2005-2006 წლებში ევროპის კომისიაში; 2012 წლიდან დეველოპერულ კომპანია „ტრიდეში“ იკავებს დირექტორის თანამდებობას; 2008-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს რაგბის კავშირში, ჯერ საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების და სანაკრებო კომიტეტების ხელმძღვანელად, მერე კი მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორად.

2011 წელს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მას წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერის წოდება მიანიჭა. მისი უშუალო ხელმძღვანელობით, 2011 წელს საქართველომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფას, ხოლო 2017 წელს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც, მსოფლიო რაგბის მიერ, მანამდე ჩატარებულ ანალოგიურ ტურნირებს შორის, ყოველმხრივ საუკეთესოდ იქნა აღიარებული.

RUGBY.GE

თეგები ბაჩო ხურციძეთორნიკე გოგებაშვილინიკოლოზ ალავიძერაგბის კავშირი
ირაკლი გოგვაძე

ირაკლი გოგვაძე

დაკავშირებული სიახლეები

რაგბი

რაგბის კავშირსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა | VIDEO

3 დეკემბერი, 2021 14:31
რაგბი

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ვალდებულნი ვართ საქმე გამჭვირვალედ წარვმართოთ – დავით კაჭარავა

22 სექტემბერი, 2021 13:52
რაგბი

ძალიან მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა – სოსო ტყემალაძე

21 სექტემბერი, 2021 22:15
რაგბი

დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს | VIDEO

21 სექტემბერი, 2021 16:26

პოპულარული

  • მინდოდა ყველას დაენახა, რომ ქართველები ბრძოლაში უკან არ იხევენ! – ინტერვიუ მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ ბექაურთან

    1379 გაზიარებები
    გაზიარება 552 Tweet 345
  • რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე ასპარეზობით

    645 გაზიარებები
    გაზიარება 258 Tweet 161
  • ბრენდან როჯერსი – ლესტერი გრანდებს არასოდეს უფრთხოდა

    149 გაზიარებები
    გაზიარება 60 Tweet 37
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ტაჯიკეთი დაამარცხა

    173 გაზიარებები
    გაზიარება 69 Tweet 43
  • წარმატებები, მომენატრებით – გიორგი პაპუნაშვილი სარაგოსას დაემშვიდობა

    160 გაზიარებები
    გაზიარება 64 Tweet 40

რეკომენდირებული

No Content Available

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - ყველა უფლება დაცულია

12+

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - All rights reserved

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In