ბელგიის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა „ევრო 2020“-სთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა:
მეკარეები: ტიბო კურტუა, სიმონ მინოლე, მატს სელსი.
მცველები: ტობი ალდერვეირელდი, დედრიკ ბოიატა, ჯეისონ დენაიერი, ტომას ვერმალენი, იან ვერტონგენი, ტომას მუნიე, ტიმოტი კასტანი.
ნახევარმცველები: იანიკ ფერეირა-კარასკო, ნასერ ჩადლი, ტორგან აზარი, ედენ აზარი, დრის მერტენსი, ჟერემი დოკუ, ლეანდრო ტროსარი, დანის პრაიეტი, აქსელ ვიტსელი, იური ტიელემანსი, კევინ დე ბრუინი, ლეან დენდონკერი.
ფორვარდები: მიჩი ბატჩუაი, კრისტიან ბენტეკე, რომელუ ლუკაკუ.
ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც რუსეთის, ფინეთის და დანიის ნაკრებებს შეხვდება.
11.5 million Belgians. 26 names. 1 goal. 🔥🇧🇪 #EURO2020 pic.twitter.com/DYK7pYPz9j
— Belgian Red Devils (@BelRedDevils) May 17, 2021





