ტოკიოს ოლიმპიადას ესკერხან მადიევი გამოეთიშა. ქართველ მოკრივეს ბრინჯაოს მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა.
მადიევი 1/4-ფინალში გამოცდილ რუს მოკრივეს, ანდრეი ზამკოვოის დაუპირისპირდა, რომელიც 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი და 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონია. მადიევმა გამოცდილ მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მისი დამარცხება ვერ მოახერხა.
ზამკოვოიმ ხუთივე მსაჯის გადაწყვეტილებით სამივე რაუნდში მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. მოგეხსენებათ, მადიევი ნახევარფინალში რომ გასულიყო, მინიმუმ ბრინჯაოს მედალს ავტომატურად გაინაღდებდა.

