ლოს ანჯელეს ლეიკერსის ფორვარდმა კაილ კუზმამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მან ჯერ არ იცის გუნდში ახალ სეზონში რა როლი ექნება.
„არ ვიცი. ვნახოთ“, – თქვა კუზმამ.
კალიფორნიელთა ერთ-ერთი ლიდერის, ენტონი დევისის თქმით კი, კუზმას წარმატებული სეზონი ექნება.
„კუზმას შესანიშნავი სეზონი ექნება. მას ამ ჩემპიონატში უფრო მნიშვნელოვანი როლი ექნება. ჩვენ გვჭირდება, რომ მან გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია, კუზმა ნამდვილად დიდი ტალანტია”, – განაცხადა დევისმა.
კუზმას ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებენ. ჭორები ამბობს, რომ გუნდი ახალგაზრდა ფორვარდის ტრეიდის შესაძლებლობასაც განიხილავს.
ცოტა ხნის წინ კაილზე ლებრონ ჯეიმსსაც ჰკითხეს და მან ეი დის მსგავსად უპასუხა, რომ ის მომავალ სეზონში გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება.
როგორც ჩანს, კუზმას შესაძლებლობების მის სუპერვარსკვლავ თანაგუნდელებს უფრო სჯერათ, ვიდრე თავად ამ კალათბურთელს.





