ის, ბოლო 23 წლის მანძილზე პირველი არაამერიკელი ბოდიბილდერია, რომელმაც კულტურიზმის ეს ყველაზე პრეტიჟული ტიტული მოიპოვა.
მამდუ ელსბიაი ბოდიბილდინგის მეფედ ითვლება, თუმცა „მისტერ ოლიმპიას“ ჯილდოს მოგებას აქამდე ვერ ახერხებდა, წლეულს კი ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ეს შეძლო. ბოლო 10 წლის მანძილზე, მან გავლო გზა მეთევზეობიდან მწვერვალამდე.
36 წლის მამდუ ესლბიაის ზედმეტსახელი „დიდი რამია“ და მიუხედავად იმისა, რომ ბოდიბილდინგს წლებია მიჰყვება, სპეციალისტებმა „მისტერ ოლიმპიაზე“ მისი გამარჯვება მაინც სენსაციად მიიჩნიეს. მათი აზრით, მამდუ ძლიერი სხეულის პატრონია და მუსკულებიც ბატიბუტივით აყრია, მაგრამ ესთეტიური სილამაზე არ აქვს.
ნიშანდობლივია, რომ „დიდი რამი“ მისტერ ოლიმპიაზე საერთოდ არ უნდა გამოსულიყო, რადგან კორონავირუსით დაინფიცირდა და კვალიფიკაციიდანაც მოხსნეს, მაგრამ ორგანიზატორებმა ბოლოს მაინც დართეს ნება.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ „მისტერ ოლიმპიას“ ტიტული 7-ჯერ აქვს მოგებული ცნობილ მსახიობს და კალიფორნიის შტატის ყოფილ გუბერნატორს არნოლდ შვარცენეგერს.

