2021 წლის საფეხბურთო სეზონი საქართველოს სუპერთასით გაიხსნა. ამ საპატიო ჯილდოს მოპოვებას ეროვნული ლიგის წინა სეზონის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ და დავით ყიფიანის სახელოფის თასის მფლობელი საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ ეცილებოდნენ.
მატჩი საკმაოდ საინტერესო, დაძაბული და რაც მთავარია უხვგოლიანი გამოდგა. ქართული ფეხბურთის ფლაგმანის და ამჟამად ლიგა 2-ის ბინადრის დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ჯერ გიორგი ქობულაძის გოლით „გაგრა“ დაწინაურდა და პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. მეორე ტაიმში კი „დინამომ“ მოუმატა და მეტოქეს ორი გოლი გაუტანა. ჯერ ზორან მარუშიჩმა გაათანაბრა, ხოლო შემდეგ თავისი გუნდი გიორგი გაბედავამ დააწინაურა. გაგრელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ დანებდნენ და ლუკა ნოძაძის გოლით ანგარიში გაათანაბრეს.
შეცვლილი და ახალი რეგლამენტის მიხედვით დამატებითი დრო აღარ დაინიშნა და გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინდა, რომელშიც „დინამო“ უკეთ გამოიყურებოდა და 5:4 მოიგეს.
ამრიგად გიორგი ნემსაძემ „დინამოში“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიხვეჭა, ხოლო თბილისელთათვის ეს რიგით მერვე მოგებული სუპერთასია.





