პსჟ-ს ვეტერანმა ფორვარდმა ანხელ დიმარიამ შესაძლოა თანაგუნდელები ძლიერ გაანაწყენოს. საუბარია ფრანგული გრანდის ორ ვარსკვლავზე – ნეიმარსა და მბაპეზე, რომლებიც არგენტინელმა ფეხბურთელმა მის მიერ შედგენილ „პსჟ“-ს ყველა დროის სიმბოლურ თერთმეტეულში არ შეიყვანა.
ანხელ დიმარიას ვერსია „პსჟ“ თავის ოფიციალურ გვერდზეც გამოაქვეყნა. არგენტინელის რჩეულები გახდნენ – სალვატორე სირიგუ, შარელ მაქსველი, დავიდ ლუისი, მაურისიო პოჩეტინო, დანი ალვეში, ნენე, ტიაგო მოტა, რონალდინიო, პედრუ პაულეტა, კარლოს ბიანკი და ბოლოს არც საკუთარი თავი დავიწყნია.
ამრიგად, დიმარიას გუნდში ნეიმარის და მბაპეს ადგილი ვერ გამოინახა. ისე, არგენტინელმა ასევე განზე გასწია ახლო წარსულში „პსჟ“-ს ორი გამორჩეული შემტევი შვედი ზლატან იბრაგიმოვიჩი და ურუგვაელი ედისონ კავანი.
ანხელ დიმარია ფრანგულ გრანდში 2015 წლიდან ირიცხება. მისი კონტრაქტი გუნდთან 2021 წლის ზაფხულში იწურება.








