დღეს დინამო თბილისის ლეგენდარული ფეხბურთელის, შოთა ხინჩაგაშვილის იუბილეა. შოთა ხინჩაგაშვილი 1951 წელს დუშეთში დაიბადა. იგი “დინამო თბილისის” შემადგენლობაში 1970-1982 წლებში ასპარეზობდა და “დინამოს” რიგებში 348 შეხვედრა ჩაატარა. ლეგენდარული მცველი არის სსრკ– ს ჩემპიონატის 1978 წლის გათამაშების ჩემპიონი, 1977 წლის ვერცხლის მფლობელი და ოთხგზის პრიზიორი (1971, 1976 გ. 1976, 1981 წლებში), უეფას 1981 წლის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, ბროლის თასის ორგზის გამარჯვებული 1976 და 1979 წლებში, 1979 წლის სპარტაკიადის პრიზიორი. ასევე არის სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი.
მან სსრკ- ს ნაკრებში 11 მატჩი ჩაატარა. ლეგენდარული მოთამაშე 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დაასახელეს ხუთჯერ, აქედან ორჯერ პირველ ნომრად. 1986 წელს მუშაობდა გუნდის უფროსად, 1984 წელს კი “დინამოს’ მწვრთნელად.
“პრაიმ სპორტის” გუნდი ვულოცავთ შოთა ხინჩაგაშვილს 70- ე იუბილეს.





