18 ნოემბერს დავით ყიფიანის დაბადების დღეა. ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი 70 წლის გახდებოდა.
დავით ყიფიანმა “დინამო თბილისის” შემადგენლობაში 1971-1982 წლებში ითამაშა და 351 ჩატარებულ შეხვედრაში 126 გოლი გაიტანა. ის იყო სსრკ- ს ჩემპიონი, ბროლის თასის ორგზის მფლობელი, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, სსრკ- ს საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, ითამაშა ევროპის ნაკრების შემადგენლობაში, მრავალჯერ დასახელდა საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის.
ყიფიანს დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის რანგში, მოპოვებული აქვს ჩემპიონის 6 ტიტული, 3 თასი და 2 სუპერთასი. წლების განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც.
ცნობისთვის, საქართველოს თასი “დინამოს” ლეგენდარული ათიანის სახელს ატარებს. დავით ყიფიანი 2001 წელს 17 სექტემბერს ტრაგიკულად ავტოკატასტროფაში დაიღუპა.





