დიდი ალბათობით, მაურიციო სარის, საფეხბურთო მოედნის კიდესთან მდგომს და საქმეში ჩართულს მომავალი სეზონიდან ისევ ვიხილავთ. გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი ერთ წლიანი უქმობის შემდეგ, სამწვრთნელო ფერხულში ხელახლა ჩართვასთან ძალიან ახლოს არის.
იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით სარი თითქმის უკვე რომის „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელია. მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაშია.
ორიოდე დღეში, რომაელთა პრეზიდენტი – კლაუდიო ლოტიტო სარისთან პირისპირ დაჯდომასა და დალაპარაკებას გეგმავს. დიდი ალბათობით, ეს შეხვედრა გადამწყვეტი იქნება და სარიც ოფიციალურად „ლაციოს“ თავკაცად გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქური კლუბი სიმონე ინძაგიმ დატოვა. იტალიური მედიის ცნობით, ახალგაზრდა სპეციალისტი კარიერის „ინტერში“ გაგრძელებას აპირებს





