ახალგაზრდა უკრაინელმა ძიუდოისტმა, დარია ბილოდიდმა სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გაავრცელა, სადაც ის სპორტის უარყოფით მხარეზე გვესაუბრება:
“სპორტი მხოლოდ ბედნიერებასა და გამარჯვებებს არ ნიშნავს, ასევე ცრემლებსა და წაგებებს ეხება. მაგრამ ეს კიდევ უფრო გაძლიერებს.” – წერს დარია ბილოდიდი.
ცნობისთვის, 21 წლის უკრაინელმა ძიუდოისტმა წონა შეიცვალა და მას მომავალ ტურნირებზე 57 კილოგრამ კატეგორიაში ვიხილავთ.




