UFC 259-ის მთავარი ამბავი ისრაელ ადესანიას და იან ბლახოვიჩის ჩხუბი იყო, რომელსაც სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ.
ბრძოლა ლას-ვეგასში გაიმართა და ადესანიას პირველი წაგებით დასრულდა. ნიგერიელი წარმოშობის მებრძოლს აქამდე კარიერაში არასოდეს წაეგო და 20 გამარჯვებით იწონებდა თავს. ამ მარცხით, ისრაელ ადესანიამ მეორე ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო.
ბრძოლამ მოლოდინი მართლაც გაამართლა და დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. ჩხუბი 5 რაუნდს გაგრძელდა და საშუალო წონაში UFC-ის ჩემპიონმა იან ბლახოვიჩმა მეტოქეს მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა – 49:46, 49:45, 49:45.





