ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა ძიუდოს ნაკრების სახელით საინტერესო კომენტარი გააკეთა:
”გუნდმა დავიწყეთ სრული დატვირთვით მომზადება. ვფიქრობ, საქართველოს ძიუდოს ნაკრები ოპტიმალურ ფორმაშია და გულშემატკივარი ჩვენგან ბევრ მედალს უნდა ელოდოს. გამარჯვებისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გულშემატკივრების გავახაროთ” -განაცხადა ბექაურმა
შეგახსნებთ, რომ 20 წლის სპორტსმენი ტატამიზე 28 ივლისს გამოვა.





