გიორგი ხარაიშვილმა რომ კარიერული წინსვლა განიცადა და შვედეთიდან უნგრეთის ყველაზე ტიტულოვან გუნდ „ფერენცვაროშში“ გადაბარგდა უკვე გამცნეთ.
„ვარსკვლავი წავიდა“ – ამ სიტყვებით დაემშვიდობა შვედური პრესა 24 წლის ქართველ ფეხბურთელს.
„ჩვენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით ვძლიერდებით“ – სკანდინავიელებს არც მადიარები ჩამორჩნენ. ასე დაახასიათა და შეეგება უნგრული კლუბი ხარაიშვილის მათთან მისვლას.
„გიორგი ხარაიშვილი შვედეთში საქართველოს ჩემპიონატიდან მოხვდა და ნელ-ნელა გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა. ის შვედეთის 18-გზის ჩემპიონ „გიოტებორგში“ იჯარის წესით გადავიდა, თუმცა თავი მალევე კარგად წარმოაჩინა და გუნდმაც მისი ტრანსფერი გამოისყიდა. გვჯერა, რომ გიორგი ხარაიშვილი ჩვენი გუნდისთვისაც ბევრ გააკეთებს და წარმატებული პერიოდი ექნება“ – ვკითხულობთ „ფერენცვაროშის“ ოფიციალურ საიტზე.
გიორგი ხარაიშვილს, რომელიც „ფერენცვაროშმა“ მედიას უკვე ოფიციალურად წარუდგინა, ბუდაპეშტში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ლაშა დვალი დახვდება, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი უკრაინელი სერგეი რებროვია.





