საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ხვიჩა მაქაცარია უხელმძღვანელებს. დღეს, მზიურის საჩოგბურთო ბაზაზე ფედერაციის საარჩევნო ყრილობა ჩატარდა, სადაც ხვიჩა მაქაცარიას კანდიდატურად დელეგატთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
პრეზიდენობის მეორე კანდიდატმა, მირიან ანდრიაძემ კი კანდიდატურა კენჭისყრის დაწყებამდე, ხვიჩა მაქაცარიას სასარგებლოდ მოხსნა.
დღესვე ყრილობამ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდრე მეტრეველის, ხოლო გენერალური მდივანის თანამდებობაზე ზურაბ ქაცარავას კანდიდატურებს უყარა უყარა კენჭი.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ, არჩეულმა პრეზიდენტმა დაასახელა გამგეობის შემადგენლობა, რასაც დელეგატებმა ერთხმად უყარეს კენჭი და გამგეობის თავმჯდომარედ ალექსანდრე მეტრეველი აირჩიეს.




