“უიპეშტის” 27 წლის ქართველი ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე csakfoci.hu-ს ვერსიით უნგრეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
გასულ ტურში გამოცდილმა ქართველმა ფეხბურთელმა თავის ყოფილ გუნდს “ფეჰერვარს” გაუტანა.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე “უიპეშტში” 6 თვიანი იჯარით სწორედ “ფეჰერვარიდან” თამაშობს.
მიმდინარე სეზონში 27 წლის თავდამსხმელმა 14 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.





