ლეო მესი „ბარსელონას“ ტოვებს.კატალონიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ არგენტინელ ფეხბურთელს კატალონიური კლუბი კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს.
„მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა, კონტრაქტის გაფორმება ლა ლიგის რეგულაციების გამო შეუძლებელი აღმოჩნდა.“ – წერს კატალონიური კლუბის ვებ-გვერდი.
გუშინ ყველა ავტორიტეტული გამოცემა წერდა, რომ ლეო მესი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებდა, მაგრამ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
რამდენიმე საათის წინ Marca-მ ექსკლუზიური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ მხარეებს შორის გარკვეული პრობლემები შეიქმნა და არგენტინელი წასვლასთან ახლოს იყო. რამდენიმე საათში ეს ინფორმაცია ოფიციალურად „ბარსელონას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა.